ფეტელმა ავარიით დაიწყო

AutoSharing Option
სუზუკაზე ორი თავისუფალი სესიით გაიხსნა იაპონიის გრანპრი. ვარჯიში მშრალ ამინდში წარიმართა და არ შემწყდარა წითელი დროშებით. ლიდერები ტრასაზე სესიის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გამოჩდნენ და თავიდან პირველ ადგილზე მონაცვლეობით ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი ადიოდნენ. მაგრამ იმ მომენტში, როცა ბრიტანელმა თითქოს საბოლოოდ მოიგო ეს დუელი, მას რამდენიმე მეასედი წამით თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა გაუსწრო.

ბოლო 20 წუთი პილოტები სავსე ავზებით მუშაობდნენ და შედეგები არ გაუმჯობესებულა. მხოლოდ ჯენსონ ბატონმა ჩამოაკლო თავის საუკეთესო დროს 0.014 წამი და დააფიქსირა ამ სესიის ბოლო ორიენტირი -
1:33.634. ეს დაახლოებით წამით უარესია შარშანდელი უქმეების საუკეთესო დროზე.

ამჯერად, "რედ ბულის" პილოტები ნაკლებად შესამჩნევები იყვნენ. სებასტიან ფეტელმა, რომელმაც სუზუკაზე ბოლო ორი რბოლა მოიგო, მესამე დრო აჩვენა, მაგრამ უფრო დაგვამახსოვრდა ავარიით ბოლო წუთებზე. გერმანელი, რომელიც ხვალ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდება, ძალიან სწრაფად შევიდა Degner-ის მოსახვევში და ბარიერს შეეჯახა. თუმცა მანქანის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ვარჯიშის პირველ ნახევარში ანალოგიური პრობლემები შეექმნა პასტორ მალდონადოს. "უილიამსის" პილოი პირველ სექტორში გადავარდა ტრასიდან და იძულებული გახდა შეეწყვიტა სესია. ასევე ბოლიდის დაზიანების გამო ბევრი დრო დაკარგეს ბოქსებში "ლოტუს-რენოს" პილოტებმა და ტიმო გლოკმა.

I პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - 1:33.634 (20); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0.091 (18); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.456 (22); 4. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0.738 (24); 5. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.792 (25); 6. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +1.303 (23); 7. ფელიპე მასა (ფერარი) - +1.951 (27); 8. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +1.956 (25); 9. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +2.399 (22); 10. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.736 (18); 11. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +2.853 (18); 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +3.066 (21); 13. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3.314 (24); 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +3.315 (22); 15. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +3.469 (29); 16. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +4.563 (18); 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +4.697 (11); 18. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +4.812 (8); 19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +5.534 (10); 20. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +6.312 (22); 21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +7.238 (13); 22. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +7.385 (24); 23. დანიელ რიკარდო (HRT) - +7.472 (25); 24. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +8.141 (25).

* * *
ვიტანტონიო ლიუცი იძულებული გახდა მეორე სესიის დასაწყისშივე დაესრულებინა მუშაობა - მექანიკური პრობლემების გამო მანქანა Spoon-დან გამოსვლის შემდეგ შეაჩერა.

ორი ბრაზილიელი - ბრუნო სენა და რუბენს ბარიკელო ვერ გადაურჩნენ ტრასიდან გადავარდნას. ბრაზილიელმა მოახერხა ტრეკზე დაბრუნება - მას ამაში ტრასის მომსახურე პერსონალი დაეხმარა, ბარიკელო კი ბარიერს შეეჯახა და მანქანა დააზიანა. რუბენსის თანაგუნდელი - პასტორ მალდონადო ტრასაზე ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაჩერდა - "უილიამსისთვის" გუშინდელი დღე უიღბლო გამოდგა.

მალდონადოს მანქანის გაჩერების შემდეგ ყვითელი დროშები იმ მომენტში გამოფინეს, როცა ბევრმა პილოტმა ბოქსები რბილი საბურავების ახალი კომპლექტით დატოვა. სესია შეწყდა, რამაც შედეგებზე გავლენა იქონია.

ისევე როგორც დილით, ამჯერადაც საუკეთესო დრო ჯენსონ ბატონმა აჩვენა, მაგრამ ტოპ-გუნდებს შორის სისწრაფეში სხვაობა მინიმალურია.

II პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - 1:31.901 (32 წრე); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0.174 (33); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 0.194 (35); 4. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.246 (28); 5. ფელიპე მასა (ფერარი) - +0.547 (34); 6. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.809 (26); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.081 (27); 8. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.344 (26); 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +1.545 (36); 10. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +1.780 (33); 11. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +1.804 (25); 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1.889 (36); 13. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.492 (35); 14. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +2.656 (27); 15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +2.700 (33); 16. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +4.137 (33); 17. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4.324 (35); 18. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - 5.222 (14); 19. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5.539 (30); 20. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +6.192 (30); 21. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +6.486 (16); 22. დანიელ რიკარდო (HRT) - +6.862 (36); 23. იარნო ტრული (ლოტუსი) - +7.899 (24); 24. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +10.579 (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული