იაპონიის გრანპრი ციფრებში

AutoSharing Option
- იაპონიის გრანპრი 27-ედ იმართება. აქედან 22-ჯერ რბოლას "სუზუკამ" უმასპინძლა (კიდევ ოთხი ეტაპი "ფუძიზე" გაიმართა).
- იაპონიაში ფორმულა 1-ის პირველი რბოლა 1976 წლის 24 ოქტომბერს "ფუძის" ავტოდრომზე გაიმართა. ამ რბოლაში გამარჯვება ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ მოიპოვა "ლოტუს-ფორდის" ბოლიდით. შემდეგ წელს კიდევ ერთი ეტაპი გაიმართა, რასაც ათწლიანი პაუზა მოჰყვა.
- სუზუკაზე პილოტები პირველად 1987 წლის 1 ნოემბერს გამოვიდნენ: ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა ("ფერარი") ბრაზილიელ აირტონ სენას ("ლოტუს-ჰონდა") გაუსწრო.
- სუზუკას ტრასის პროექტი ჯონ ჰუგენჰოლცს ეკუთვნის. ის 1961 წელს გაიხსნა და კომპანია "ჰონდას" სატესტო
ტრასად იყო ჩაფიქრებული.
- ტრეკი უნიკალურია, რადგან "რვიანის" ფორმისაა. თავის ისტორიაში "სუზუკამ" ოთხჯერ შეიცვალა კონფიგურაცია.
- ბოლო ცვლილება 2003 წლით თარიღდება. ამჟამად იაპონიის გრანპრიზე დისტანცია 307,471 კილომეტრს უდრის. ტრასის სიგრძეა 5807 მეტრი და პილოტებს 53 წრის გავლა უწევთ. ტრასაზე 17 მოსახვევია (10 მარჯვენა და 7 მარცხენა).
- კვალიფიკაციაზე უსწრაფესი წრე 2006 წელს ბრაზილიელმა ფელიპე მასამ გაიარა - 1:29.599. რბოლაში წრის რეკორდი 2005 წელს არის დაფიქსირებული - მისი ავტორია ფინელი კიმი რაიკონენი, რომელმაც წრე წუთსა და 31.540 წამში დაფარა (საშუალო სიჩქარე - 228,372 კმ/სთ).
- სუზუკაზე ჰეთ-თრიკი (პოული+რბოლაში მოგება+სწრაფი წრე) შესრულებული აქვთ სენას (1988) და მიხაელ შუმახერს (1995, 2002).
- ყველაზე მეტი გამარჯვება იაპონიაში მიხაელ შუმახერს აქვს - ექვსი. ერთხელ მან სამი რბოლა მოიგო ზედიზედ (2000-2002).
- კონსტრუქტორებს შორის ლიდერია "ფერარი" - 7 მოგება ("მაკლარენი" - 6).
- ყველაზე მეტი ქულა იაპონიაში შუმახერს აქვს მოპოვებული - 98. სულ სუზუკაზე ქულა აუღია 21 გუნდის 46 პილოტს.
- გუნდებს შორის ლიდერობს "მაკლარენი" 172 ქულით. შემდეგ მოდიან "ფერარი" (152) და "უილიამსი" (104).
- "სუზუკას" ავტოდორომზე 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მათ შორის ფორმულა 1-ის არც ერთი პილოტი არ არის. ერთადერთი უცხოელი, ვინც იაპონიის ტრასაზე დაიღუპა, უსაფრთხოების მანქანის მძღოლი, ამერიკელი ელმო ლენგლი იყო (ნასკარის სერიის ყოფილი პილოტი 1996 წლის 21 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა).
- იაპონიის გრანპრი 11-ჯერ იყო გადამწყვეტი მსოფლიოს ჩემპიონის გამოვლენის მხრივ (1976, 1987-91, 1996, 1998-2000, 2003). ამდენჯერ ჩემპიონი მხოლოდ იტალიაში გამოვლენილა.
- ყველაზე ხშირად ჩემპიონის ტიტული იაპონიაში აირტონ სენას მოუპოვებია - სამჯერ. ორჯერ გაიფორმა აქ ჩემპიონობა მიკა ჰაკინენმა.
- ექვსჯერ გამოვლინდა იაპონიაში კონსტრუქტორთა თასის მფლობელი (1990, 1995, 1997-99, 2003).
- სებასტიან ფეტელი კარიერაში პირველად რბოლას სათავეში იაპონიაში ჩაუგდა - ეს მოხდა 2007 წელს, როცა გერმანელი სამი წრე ლიდერობდა ეტაპს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული