ამჯერად ავსტრიულმა საჯინიბომ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - თავისი სარბოლო მანქანა გამოიყვანა მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე საავტომობილო გზაზე, რომელიც ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მდებარეობს.
გუნდის შვეიცარიელმა ტესტ-პილოტმა ნილ იანიმ, რომლის წინაპრები ინდოეთში ცხოვრობდნენ, ლეხის დასახლებაში ზღვის დონიდან 3300 მეტრ სიმაღლეზე აიღო სტარტი და ფორმულა 1-ის ბოლიდით მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან გზას გაუყვა.
დანიშნულების ადგილი იყო დასახლებული პუნქტი - ჰარდუნგ-ლა, რომელიც ზღვის დონიდან 5600 მეტრზე მდებარეობს.
"უამრავ ადგილას გამომიცდია
"რედ ბულის" ინჟინრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა მაღალმთიან პირობებში ძრავის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, მაგრამ ტექნიკურმა პერსონალმა კარგად გაართვა თასი ამ ამოცანას.
ამ აქციისას კიდევ ერთი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ დისტანციის დასკვნით ნაწილზე გზა თოვლითა და ყინულით იყო დაფარული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"