F1: ტრადიციული სტატისტიკა

AutoSharing Option
ტრადიციულად, ყოველი ეტაპის შემდეგ ცნობილმა საენციკლოპედიო ბაზა Forix-მა საგულისხმო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სებასტიან ფეტელის მიღწევები
კორეაში სებასტიან ფეტელმა მოიგო მეოცე რბოლა კარიერაში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენს. ეს პილოტები ყველა დროის სიაში მე-12 ადგილს იყოფენ.
1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალან პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯერ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 27
6. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიმ კლარკი 25
8. ნიკი ლაუდა 25
9. ხუან-მანუელ ფანხიო 24
10. ნელსონ პიკე 23
11. დეიმონ ჰილი 22
12. მიკა ჰაკინენი 20
12. სებასტიან ფეტელი 20

- კორეაში სებასტიანმა მეთხუთმეტედ აიღო
სტარტი სასტარტო ბილიკის პირველი რიგიდან. რეკორდი - სეზონში 16 სტარტი პირველი რიგიდან - სამ პილოტს ეკუთვნის: ბრაზილიელ აირტონ სენას (1989), ფრანგ ალენ პროსტსა (1993) და ბრიტანელ დეიმონ ჰილს (1996).
- ფეტელი სეზონში მეთხუთმეტედ ავიდა პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა გერმანელ მიხაელ შუმახერისა (2004) და ესპანელ ფერნანდო ალონსოს (2005) მაჩვენებლებს. აბსოლუტური რეკორდი იმავე შუმახერს ეკუთვნის - 17 პოდიუმი 2002 წლის სეზონში.

კვალიფიკაცია
- ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა შეწყვიტა 26-რბოლიანი სერია, რომლის დროსაც ის ვერ ახერხებდა პოულის მოპოვებას. ამით ლუისმა შეაჩერა "რედ ბულის" პილოტების სერია, რომელიც ხანგრძლითობით მესამეა ისტორიაში - ზედიზედ 16 გამარჯვება კვალიფიკაციაში. რეკორდი ეკუთვნის "უილიამსს" - ზედიზედ 24 პოული. მეორე ადგილზეა "მაკლარენი" - 17 პოული ზედიზედ.
- ბოლო ოთხი რბოლიდან სამში ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა მესამე სასტარტო პოზიცია მოიპოვა.
- ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ბრაზილიელმა ფელიპე მასამ კვალიფიკაციაში აჯობა ფერნანდო ალონსოს. მანამდე ესპანელმა ბრაზილიელი ზედიზედ 16-ჯერ დაამარცხა.
- მეშვიდედ ამ სეზონში გერმანელმა ნიკო როსბერგმა სტარტი აიღო მეექვსე პოზიციიდან - "რედ ბულის", "მაკლარენისა" და "ფერარის" პილოტების უკან.

რბოლა
- წლევანდელი ჩემპიონატის მსვლელობისას, სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მეორედ გაიარა საუკეთესო წრე. ეს მისი მერვე საუკეთესო წრეა კარიერაში.
- ბოლო ექვსი გრანპრის განმავლობაში ჯენსონ ბატონმა პირველად ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა, ლუის ჰემილტონმა კი პირიქით, ბოლო ექვს რბოლაში პირველად შეაღწია საუკეთესო სამეულში.
- ავსტრალიელმა მარკ უებერმა დაამყარა ახალი რეკორდი სეზონის მსვლელობისას მესამე ადგილების რაოდენობით - კორეაში ავსტრალიელმა მეშვიდედ დაიკავა პოდიუმის მესამე საფეხური. წინა რეკორდი - ექვსი მესამე ადგილი ეკუთვნოდა ავსტრიელ გერჰარდ ბერგერსა (1995) და ჯენსონ ბატონს (2004).
- ფინიში მეხუთე ადგილზე - უარესი შედეგია ფერნანდო ალონსოსთვის ბოლო ცხრა რბოლის განმავლობაში, ხოლო მეექვსე ადგილი ფელიპე მასასთვის - საუკეთესო შედეგი ამავე პერიოდში.
- ფინიშზე მეშვიდე ადგილზე მისვლით ესპანელმა ხაიმე ალგერსუარიმ გაიმეორა კარიერაში საუკეთესო შედეგი, რომელსაც მან წელს მონცაში მიაღწია. მეოთხედ ამ სეზონში "ტორო როსოს" ორივე პილოტი მოხვდა ქულათა ზონაში.
- ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "რედ ბულის" ბოლიდი ბოლოჯერ გამოეთიშა ბრძოლას ტექნიკური მიზეზის გამო - 2010 წელს კორეის გრანპრიზე ფეტელი ძრავის დაზიანების გამო ჩამოშორდა ეტაპს.
- იაპონელმა კამუი კობაიაშიმ ზედიზედ მეექვსე რბოლაში ვერ შეძლო ქულების დაგროვება, რითაც თავისი ყველაზე უიღბლო სერია გაიმეორა. შარშან "ზაუბერის" ორივე პილოტმა დააგროვა ქულები, ამჯერად კი მხოლოდ მე-15 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.
- ფელიპე მასამ კარიერაში 150-ე გრანპრი ჩაატარა, მაგრამ უკვე ზუსტად ერთი წელია ბრაზილიელი პოდიუმზე არ ასულა. შარშან კორეაში ფელიპემ პოდიუმზე მოხვედრა შეძლო.
- "რედ ბულმა" ზედიზედ მეორედ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველა გუნდი, გარდა "ბრაუნ გრანპრისა", მინიმუმ ზედიზედ ორი წელი ეუფლებოდა ამ თასს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული