შიშველი ტამარა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ქალიშვილმა - ტამარა ექლსტოუნმა უცნაურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ამ ექსტრავაგანტულმა ქალბატონმა შიშველი ფოტოები გადაიღო მილიონი ფუნტი სტერლინგის ფონზე.

როგორც გაზეთი The Sun წერს, ჰოლივუდის ცნობილმა ფოტოგრაფმა ტაილერ შილდსმა 27 წლის ტამარას ეროტიკულ ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზა. ფოტოგრაფის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ მოდელს ქაღალდის ფულზე მწოლიარეს უნდა მოეხდინა თავისი სხეულის დემონსტრირება.

მაგრამ ამისთვის საჭირო იყო მილიონი ფუნტი სტერლინგი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ შილდსს ასეთი ფული არ ჰქონდა, მაგრამ ტამარა ექლსტოუნი ისე მოიხიბლა მოდური ფოტოგრაფის იდეით, რომ
თავად გამოყო საჭირო თანხა.

გადაღებებს შემდეგ ტამარა ექლსტოუნმა განაცხადა რომ "ფოტოსესიამ კომფორტულ გარემოში ჩაიარა" და მაქსიმალურად დასვენებაც მოასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული