ფეტელი ინგლისში აკუთრხეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ბრიტანეთში ჩავიდა და იქ მილტონ-კინსში საკუთარი გუნდის ბაზაზე წლევანდელი გამარჯვება აღნიშნა. გარდა ამისა, მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მისთვის ჩემპიონატის საუკეთესო მანქანა დაამზადა.

ოფიციალური პრესკონფერენციის შემდეგ, გერმანელი პილოტი "რედ ბულის" შეფის კრისტიან ჰორნერისა და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ედრიან ნიუის თანხლებით შეუერთდა ავსტრიული საჯინიბოს მთელ კოლექტივს, რომელიც 525 თანამშრომელს შეადგენს.

ცერემონიის წამყვანი იყო ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი დევიდ კულტჰარდი, რომელიც "რედ ბულის" დაარსების პირველ წლებში ამ გუნდში გამოდიოდა. ზეიმს არ ესწრებოდა "რედ ბულის" მეორე
პილოტი მარკ უებერი, რომელიც სამშობლოში სარეკლამო კამპანიის გამო გაემგზავრა, თუმცა თანაგუნდელს ვიდეომიმართვით მიესალმა.

"ყველა ცდილობდა ჩემპიონობის მოპოვებას, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის ერთია. ამჯერად ეს მე ვარ. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი წელი ჩემთვის, საოცარი პროგრესი გვქონდა, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ სამი რბოლაა და შევეცდებით, აქაც საუკეთესოები ვიყოთ", - განაცხადა ფეტელმა.

ასეთი იყო ცერემონიის ოფიციალური მხარე, შემდეგ კი ჟურნალისტებს ბაზის დატოვება სთხოვეს და გუნდმა დახურულს კარს მიღმა გააგრძელა ფეტელის ჩემპიონობის აღნიშვნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული