ამერიკას ორი ეტაპი?

AutoSharing Option
2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში, შესაძლოა, ორი ამერიკული რბოლა ვიხილოთ. ცნობილია, რომ მომავალ წელს, ოსტინში აშშ-ის გრანპრის გაიმართება.

ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ტრასა კი ნიუ ჯერსიში შეიქმნება. თავის დროზე, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა უკვე მოიწონა ასეთი იდეა. "მართლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე. ვნახოთ, რას მივიღებთ ამ იდეისგან", - ამბობდა მაშინ ექლსტოუნი.

ახლა კი ინფორმაციამ ოფიციალური დადასტურება მიიღო. ვარაუდობენ, რომ ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორი კრის კრისტი მომავალ კვირას გამოაცხადებს მისი შტატის ტერიტორიაზე გრანპრის გამართვის შესახებ.

მეორე ამერიკული ეტაპის ჩატარების
წინასწარი თარიღია - 2013 წლის ივნისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული