რეიტინგში ცვლილებებია

AutoSharing Option
შემოდგომის შუა პერიოდი ტრადიციულად მდიდარია სარბოლო მოვლენებით - თითქმის ყველა სერია ფინიშს უახლოვდება და ცნობილი ხდება ჩემპიონთა ვინაობა.

გასაკვირის არ არის, რომ ბოლო დროს უამრავმა სტარტმა არაერთი ცვლილება შეიტანა სარბოლო რეიტინგში. ბოლო თვეში ერთადერთი უცვლელი პოზიცია იყო - პირველი ადგილი, რომელიც მყარად უჭირავს ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონს სებასტიან ფეტელს.

სანამ გერმანელი პრიზებისა და ქულების დაგროვებით არის დაკავებული, მის ზურგსუკან საინტერესო ბრძოლაა გამართული. ასე მაგალითად, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა, რომელიც ერთი თვის წინ მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებდა, მეორე პოზიციაზე გადასვლა შეძლო! ბრიტანელს
არამარტო საკუთარი წარმატებები, არამედ მეტოქეთა ცუდი გამოსვლაც დაეხმარა - ფერნანდო ალონსო, მარკ უებერი და სებასტიან ლოები შარშანდელთან შედარებით არც ისე წარმატებით გამოდიან და რეიტინგში ქულებს კარგავენ.

ამ ყველაფერმა კი ქვეყნების რეიტინგზეც იმოქმედა. ავსტრალია, რომელიც დიდი ხანი ინარჩუნებდა მეორე პოზიციას, იძულებული გახდა ეს ადგილი ბრიტანეთისთვის დაეთმო. ამ ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯენსონ ბატონის წარმატებული გამოსვლის წყალობით გადადგა. ჯენსონი ცოტა ხნის წინ მეცხრე ადგილამდე იყო დაქვეითებული, ახლა მეხუთე პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ინდიკარის ჩემპიონი დარიო ფრანკიტი აგებს თავის ძირითად მეტოქესთან უილ პაუერთან. რეიტინგის ჩათვლაში შედის არამარტო რბოლის საბოლოო შედეგები, არამედ სხვა უამრავი დამატებითი მაჩვენებელი, რომლის წყალობითაც პაუერი წინ არის.

ესპანეთის რალიში წარმატებამ პირველად მოუტანა რეიტინგის ათეულში ადგილი ფინელ მიკო ჰირვონენს, იმ დროს, როცა ნასკარის ვარსკვლავი ჯიმი ჯონსონი მისთვის სარეკორდოდ დაბალ მე-13 ადგილზე დაეშვა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 31 579
2. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 316
3. მ. უებერი (ფორმულა 1) 20 203
4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 926
5. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 798
6. ს. ლოები (რალი) 17 775
7. უ. პაუერი (IndyCar) 17 427
8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 327
9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 242
10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 158

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული