რბოლა ნიუ იორკის ქუჩებში

AutoSharing Option
ნიუ ჯერსის შტატში გამართული პრესკონფერენციის დროს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ შტატის მთავრობამ ფორმულა 1-ის მენეჯმენტთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპის ჩატარებაზე. შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ განაცხადა, რომ პირველი რბოლა, რომელსაც ამერიკის გრანპრი უწოდეს, 2013 წლის ზაფხულში გაიმართება.

"მოხარული ვარ, რომ ნიუ ჯერსი 2013 წლიდან მოყოლებული ჩაატარებს ფორმულა 1-ის რბოლას, - ამბობს კრისტი ESPN-თან კომენტარში. - ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური და სანახაობრივი სახეობის მასპინძლები გავხდებით. რბოლა საქალაქო ტრასაზე არსებულ გზებზე ჩატარდება. გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ ჩამოვიდნენ და იხილონ ეს უნიკალური
სახანახობა".

ტრასის სიგრძე 5.1 კილომეტრი იქნება. გამოიყენებენ მდინარე ჰუძონის გასწვრივ გამავალ საქალაქო მაგისტრალებს. ნიუ იორკიდან რბოლის ჩატარების ადგილამდე მისვლა რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტი ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ჰერმან ტილკეს მიერ არის მომზადებული. რბოლის პრომოუტერი ყოფილი პილოტი, ამჟამად კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლეო ჰინდლერი. მისი პარტნიორი გახლავთ ნასკარის სარბოლო სერიის ორგანიზატორი ჰამპი უილერი.

ამავდროულად, ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობას. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბერნი ექსლტოუნი არ ესწრებოდა ნიუ ჯერსიში პრესკონფერენციას, რადგან ამ უქმეებზე ინდოეთის სადებიუტო ეტაპს უნდა ესტუმროს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშშ-ის ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია ფორმულა 1-ის რბოლის გამართვა. მას აშშ-ის გრანპრი (არ აგერიოთ ამერიკის გრანპრიში) ჰქვია და ტექსასის შტატის ქალაქი ოსტინი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული