"უილიამსს" კიმი რაიკონენი გაუფორმებია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი "სამეფო რბოლებში" ბრუნდება. PlanetF1-ის ინფორმაციით, ფინელმა ავტომრბოლმა კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ საჯინიბო "უილიამსთან".

შეგახსენებთ, რომ რაიკონენმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სერია 2009 წელს დატოვა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში არ არ შეწყვეტილა ჭორები ფინელის ფორმულა 1-ში დაბრუნების შესახებ.

როგორც იცით, სინგაპურის გრანპრის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაიკონენი ბრიტანეთის გროუვიში "უილიამსის" ბაზას ესტუმრა. მაშინ
კიმის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა უარყო ჭორები მისი კლიენტის ბრიტანულ გუნდში გადასვლით თაობაზე.

მაგრამ ახლა იტყობინებიან, რომ ფინელი არა მხოლოდ შეხვდა "უილიამსის"
ხელმძღვანელობას, არამედ კონტრაქტიც გააფორმა ბრიტანულ საჯინიბოსთან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული