დებიუტი მინისტრის გარეშე

AutoSharing Option
ინდოეთის სადებიუტო გრანპრის გახსნის ცერემონიას უამრავი ცნობილი ადამიანი (ადგილობრივი საზომით) დაესწრო - კრიკეტის მოთამაშეებიდან დაწყებული, ბოლივუდის კინოვარსკვლავებით დამთავრებული. მაგრამ სტუმრებს შორის არ აღმოჩნდა ინდოეთის სპორტის მინისტრი აჯეი მაკენი.

ცერემონიაზე ასეთი მნიშვნელოვანი ჩინოვნიკის არყოფნა ყველას გაუკვირდა. გაზეთმა Times of India-მ დაწერა, რომ მაკენიმ გრანპრის ორგანიზატორებისგან არ მიიღო ოფიციალური მიწვევა.

გაზეთის ინფორმაციით, ავტოდრომის მფლობელმა კომპანია Jaypee Group-მა მიზანშეწონილად არ ჩათვალა მინისტრის მიწვევა. სავარაუდოდ, ეს იმით აიხსნება, რომ ინდოეთის სახელმწიფო სტრუქტურებს თავიდანვე განსაკუთრებული პოზიცია ეკავათ - ისინი ფორმულა 1-ის რბოლას არა სპორტულ ღონისძიებად,
არამედ კომერციულ პროექტად განიხილავდნენ.

"საინტერესოა, რომ ორგანიზატორებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს - მილიარდი რუპიას ოდენობის საგადასახადო შეღავათი მოგვეცითო, მაგრამ უარი მიიღეს", - იტყობინება გაზეთი.

გამორიცხული არ არის, რომ ახლა რბოლის ორგანიზატორებმა თავისებურად უპასუხეს მთავრობის ამგვარ ხისტ პოზიციას.

ჯერ აღლუმი, შემდეგ რბოლა...
ინდოეთის გრანპრიმდე ერთი საათით ადრე ავტოდრომზე ისტორიული მანქანების აღლუმი გაიმართა, რომელშიც წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე პილოტებმა მიიღეს მონაწილეობა.

გულშემატკივრები აქტიურად ესალმებოდნენ ყველა პილოტს, მაგრამ ყველაზე მეტი აპლოდისმენტები ინდური საჯინიბოს "ფორს ინდიას" პილოტებსა და ადგილობრივ ავტომროლს ნარაიან კართიკეიანს ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული