"ვერ ვხედავთ იმის მიზეზს, რატომ არ უნდა გავუგრძელოთ ხელშეკრულება შუმახერს, - ამბობს გერმანული საჯინიბოს ბოსი როს ბრაუნი - ყველა ხედავთ სეზონის ბოლო მიხაელის პროგრესს".
"თუ ის შეძლებს მომავალ წელს პოდიუმებისთვის და გამარჯვებებისთვის ბრძოლას, მაშინ რატომ უნდა დაასრულოს სამეფო რბოლებში გამოსვლა? და თუ ჩვენ მომავალ სეზონში ვერ მივაღწევთ წარმატებას, მაშინ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას უფრო იოლად მიიღებს.
ახალ კონტრაქტზე მიხაელთან მოლაპარაკება რთული არ იქნება: თუ ის მოინდომებს თანამშრომლობას, ძალიან მალე ვიპოვნით
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს "მერსედესთან" კონტრაქტი 2013 წელს ეწურება, როცა შუმი 44 წლის იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"