სამი ბოლიდი რეალურია?

AutoSharing Option
"ფერარის" ხელმძღვანელობას არაერთხელ გამოუთქვამს იდეა - დიდმა გუნდებმა პელოტონში მესამე ბოლიდი გამოიყვანონ და ამით ჩემპიონატში ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო გახადონ.

"სკუდერიას" ბოლო ინიციატივის თანახმად, იტალიელებმა, შესაძლოა, ამერიკული სერიის - ინდიკარის გუნდის სახელით გამოიყვანოს ჩემპიონატში მესამე ბოლიდი. რაც მთავარია, ამ იდეას მხარს უჭერს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი.

ამ ინიციატივას "ფერარი" ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჟენევაში გასამართ შეხვედრაზე გაიტანს, სადაც ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დიდმა გუნდებმა თავიანთი ავტომობილები იჯარით მისცეს ან მიჰყიდონ "პატარა" გუნდებს, რათა ამით
ამაღლდეს რბოლებში კონკურენცია და სანახაობრივი მხარე.

ექსლტოუნი მხარში ამოუდგა "ფერარის", რადგან ხედავს დადებით მხარეებს "ფერარისთვის" და სუსტი გუნდებისთვის, თუმცა ჯერჯერობით იდეას არ იწონებენ "მაკლარენი" და "რედ ბული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული