"სკუდერიას" ბოლო ინიციატივის თანახმად, იტალიელებმა, შესაძლოა, ამერიკული სერიის - ინდიკარის გუნდის სახელით გამოიყვანოს ჩემპიონატში მესამე ბოლიდი. რაც მთავარია, ამ იდეას მხარს უჭერს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი.
ამ ინიციატივას "ფერარი" ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჟენევაში გასამართ შეხვედრაზე გაიტანს, სადაც ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დიდმა გუნდებმა თავიანთი ავტომობილები იჯარით მისცეს ან მიჰყიდონ "პატარა" გუნდებს, რათა ამით
ექსლტოუნი მხარში ამოუდგა "ფერარის", რადგან ხედავს დადებით მხარეებს "ფერარისთვის" და სუსტი გუნდებისთვის, თუმცა ჯერჯერობით იდეას არ იწონებენ "მაკლარენი" და "რედ ბული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"