როსბერგი "ფერარის" უმიზნებს

AutoSharing Option
გერმანულ პრესაში მიაჩნიათ, რომ "მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი სერიოზულად განიხილავს "ფერარიში" გადასვლის პერსპექტივას. გერმანელი ავტომრბოლი არ გამორიცხავს, უკვე მომდევნო სეზონში ამოჰყოს თავი "სკუდერიას" რიგებში.

ამის შესახებ ლაპარაკი ადრეც იყო, მაგრამ ახლა საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ფელიპე მასა ვერ ახერხებს ფერნანდო ალონსოსთან თანაბრად კონკურენციას - ამიტომაც, "ფერარიმ" წელს წააგო კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლა "მაკლარენთან". მიუხედავად იმისა, რომ როსბერგისა და მასას კონტრაქტები 2012 წლის ბოლომდეა ძალაში, ფორმულა 1-ის ისტორიამ მრავალი შემთხვევა იცის, როცა ასეთ გარემოებას ხელი არ შეუშლია პილოტის ტრანსფერისთვის.

ამავდროულად,
თუ "სკუდერიაში" გადაწყვეტენ ფელიპეს გაშვებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის ადგილს სწორედ როსბერგი დაიკავებს. ბოლოს დროს, საკმაოდ კარგ ფორმას აჩვენებს "ფერარის" აკადემიის მსმნელები სერხიო პერესი, გარდა ამისა, მასას ადგილზე სხვა კანდიდატებიც არიან.

ნიკო როსბერგმა წლევანდელი სეზონის მსვლელობისას მეასე გრანპრის ჩაატარა კარიერაში, მაგრამ დღემდე არც ერთი გამარჯვებისთვის არ მიუღწევია. მის ანგარიშზე მხოლოდ ხუთი პოდიუმი მოდის. გარდა ამისა, დღეს აღარ შეიმჩნევა ნიკოს უპირატესობა თანაგუნდელ მიხაელ შუმახერზე, როგორც ეს სეზონის დასაწყისში იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული