კუბიცა შეიძლება ვერ დაბრუნდეს

AutoSharing Option
ფრანგული საჯინიბოს "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ განაცხადა, რომ კვლავაც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა შეძლებს 2012 წელს რბოლებში დაბრუნებას.

"ჩვენ ისევ ველოდებით - როდის მოვა ჩვენთან კუბიცა და გვეტყვის, რომ მზად არის ტესტებისთვის.

ბოლო ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია, ასეთია: ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ - როგორ შევძლოთ მისი საჭესთან დაბრუნება. არ მჯერა, რომ ის მზად არის უახლოეს დღეებში შეუდგეს ტესტებს. უახლოეს რამდენიმე კვირაში შესაძლებელია, მაგრამ უახლოეს დღეებში - არა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ერთად შევიმუშავებთ
მისი დაბრუნების გეგმას. მაგრამ ეს გეგმა სწორი უნდა იყოს. შეიძლება არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ თუ ის ვერ დაბრუნდება, მაშინ გუნდს ალტერნატიულ ვარიანტზე მოუწევს ფიქრი.

ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. 2009 წლის მანქანები მას ავტოფარეხში ელოდება. მზად ვართ ტესტების დასაწყებად - მხოლოდ კუბიცას პასუხს ველოდებით. ვიცი, რომ მისი გუნდის წევრები ძალიან თავდაჯერებულები არიან და ეს მახარებს, რადგან მე - პირველი ვარ მათ შორის, ვისაც რობერტის საჭესთან დაბრუნება უნდა.

არავის აქვს სამედიცინო დასკვნა, არავის უნახავს იჯდა თუ არა ის საჭესთან. სანამ არ ვნახავთ მას და არ მივიღებთ დადასტურებას, არაფრის თქმა არ შეიძლება. სამწუხაროდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის შეიძლება ვერ დაბრუნდეს", - ამბობს ბულიე Autosport-თან ინტერვიუში.

ბულიეს ამ განცხადების შემდეგ ფრანგულმა ვებგვერდმა TomorrowNewsF1-მა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ გაიზარდა "ლოტუს-რენოში" რომენ გროსჟანის ჩარიცხვის შანსი. იტყობინებიან, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში გროსჟანი გუნდში მოხვედრის ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ფრანგულმა საჯინიბომ ვერ მოილაპარაკა ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კონცერნ "რენოსთან" და სანავთობო გიგანტ Total-თან. ახლა GP2-ის სერიის წლევანდელ გამარჯვებულს ფორმულა 1-სკენ ორი გზა აქვს: ან "ლოტუს-რენოს" პილოტი გახდება ან "უილიამსში" რუბენს ბარიკელოს ადგილს დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული