ბატონი: კიდევ სამი წელი მაკლარენში

AutoSharing Option
სრულიად შემთხვევით გაირკვა ბრიტანელი პილოტის, ჯენსონ ბატონის ახალი კონტრაქტის დეტალები თავის ამჟამინდელ გუნდთან - "მაკლარენთან". ინდოეთის გრანპრის შემდეგ ბრიტანული საჯინიბოს შეფმა მარტინ უიტმარშმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში შემთხვევით გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ბატონი "მაკლარენში" კიდევ სამი წელი გამოვა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ჯენსონმა გუნდთან მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ დეტალები არ გახმაურებულა.

მაგრამ, როცა ედი ჯორდანმა BBC-ის ეთერში უიტმარშს ჰკითხა - ბატონი უფრო დამაჯერებლად გამოდის ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ? - უიტმარშმა შემდეგი უპასუხა: "სიამოვნებით გავიზიარებდი ამ აზრს, მაგრამ ჯენსონი უბრალოდ ძალიან გაწონასწორებული
და მოწესრიგებული ადამიანია. ის შესანიშნავად უმკლავდება თავის სამუშაოს, კარგად მოერგო გუნდს და იმედი მაქვს, კიდევ სამი წელი ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობა გველის".

უიტმარშის განცხადებიდან გამოდის, რომ ბატონისა და "მაკლარენის" თანამშრომლობა 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული