უილიამსმა კიმი დაადასტურა

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბოს - "უილიამსის" თანამფლობელმა კრისტიან ვოლფმა ავსტრიული გაზეთის Kronen Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონთან, ფინელ კიმი რაიკონენთან მოლაპარაკებების ფაქტი. "უილიამსი" სკანდინავიელთან 2012 წლის სეზონისთვის კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ რაიკონენი 2009 წლიდან მოყოლებული აღარ გამოდის ფორმულა 1-ში. მაშინ მან ნაადრევად გაწყვიტა კონტრაქტი "ფერარისთან", რათა "სკუდერიას" ადგილი გაენთავისუფლებინა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, ესპანელი ფერნანდო ალონსოსთვის. მას შემდეგ ფინელი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდის.

"კიმისთან ჩვენი მოლაპარაკებები ძალიან სერიოზულია. ეს არ გახლავთ სარეკლამო კამპანია", - განაცხადა ვოლფმა.

ასევე დადასტურებულია, რომ
"უილიამსის" ხელმძღვანელობას კონტაქტი აქვს გერმანელ ადრიან სუტილთან, რომელმაც, ჭორების თანახმად, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი "ფორს ინდიაში". გარდა ამისა, "უილიამსის" ინტერესის სფეროშია ახალგაზრდა ფრანგი ჟიულ ბიანკი, რომელიც ამჟამად "ფერარის" სარეზერვო პილოტი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული