შუმი წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა გადაწყვიტა, რომ მომავალი სეზონი ბოლო არ იქნება მის ბრწყინვალე კარიერაში.

გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, მიხაელმა და მისმა ამჟამინდელმა გუნდმა "მერსედესმა" მოქმედი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შუმახერი "სამეფო რბოლებში" 2013 წლის ბოლომდე დარჩება.

"არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ მიხაელმა ვერ შეძლოს რბოლებში მონაწილეობა, - კომენტარი გაუკეთა ამ გარიგებას "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა. - ის ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის და ასაკთან ერთად არ დაუკარგავს სარბძოლო თვისებები".

მიმდინარე სეზონში შუმახერი
მერვე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში. მის აქტივში 70 ქულაა, რაც ხუთით ნაკლებია "მერსედესის" მეორე პილოტის ნიკო როსბერგის შედეგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული