სარბოლო უქმეები

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი და ერთ-ერთი ამ უქმეებზე გაიმართება. აბუ-დაბის გრანპრიზე ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა, შესაძლოა, მეორე ადგილი გაინაღდოს საერთო ჩათვლაში, ხოლო ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი გააგრძელებენ შიდაგუნდურ დაპირისპირებას. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ხუთ ქულას შეადგენს.

უფრო მნიშვნელოვანია რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასკვნითი ეტაპი, რომელიც უელსში გაიმართება. წარმატების შემთხვევაში სებასტიან ლოები მერვე საჩემპიონო ვარსკვლავს მიახატავს თავის "სიტროენს". თუმცა ფინელი მიკო ჰირვონენი ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს ლეგენდარული ფრანგის გეგმებს.

ფორმულა 1
აბუ-დაბის გრანპრი
ჩატარების ადგილი - იას-მარინა, საემიროები
წრის
სიგრძე - 5 554 მ
საუკეთესო წრე - 1:40,279 (ფეტელი, 2009)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 374 ქულა
2. ბატონი (მაკლარენი) - 240
3. ალონსო (ფერარი) - 227
4. უებერი (რედ ბული) - 221
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 202
6. მასა (ფერარი) - 98
7. როსბერგი (მერსედესი) - 75
8. შუმახერი (მერსედესი) - 70

განრიგი
11 ნოემბერი, 12:00 - I პრაქტიკა
11 ნოემბერი, 16:00 - II პრაქტიკა
12 ნოემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
12 ნოემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
13 ნოემბერი, 16:00 - რბოლა

რალი
ბრიტანეთი
შტაბი - კარდიფი
საფარი - ღორღი და ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 23
ბოლო გამარჯვებული - სებასტიან ლოები

საერთო ჩათვლა
1. ლოები (სიტროენი) - 222 ქულა
2. ჰირვონენი (ფორდი) - 214
3. ოჟიე (სიტროენი) - 193
4. ლატვალა (ფორდი) - 146
5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 110
6. ოსტბერგი (ფორდი) - 70

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული