ფეხბურთი რბოლის წინ

AutoSharing Option
უახლოეს უიქ ენდზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ დაბიში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება, მაგრამ სანამ პილოტები თავიანთი ბოლიდების საჭეებს მიუსხდებოდნენ, მათ საფეხბურთო ფორმები მოირგეს და მინდორზე გავიდნენ საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად.

ფორმულა 1-ის პილოტთა გუნდი მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს შეხვდა.

მოედნის ერთ მხარეს მაყურებელმა იხილა ფელიპე მასა (გუნდის კაპიტანი), ვიტანტონიო ლიუცი, სერხიო პერესი, ჟერომ დ'ამბროზიო... მეორეს მხარეს წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები - ვალტერ ძენგა, ფაბიო კანავარო, ჰიდეტოში ნაკატა, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების რამდენიმე
წევრი. ვარსკვლავების მწვრთნელი გახლდათ ლეგენდარული იტალიელი მარჩელო ლიპი.

მიუხედავად იმისა, რომ პილოტებს პროფესიონალი ფეხბურთელების წინააღმდეგ უწევდათ თამაში, მათ ლიპის გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს - 4:5. დუბლი შეასრულა "ფერარის" სარეზერვო პილოტმა ჟიულ ბიანკიმ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ვარსკვლავების გუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელმა ხალდუნ ალ მუბარაქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული