ირვაინს ჩხუბისთვის ასამართლებენ

AutoSharing Option
30 იანვარს, მილანში დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ღამის კლუბ Hollywood-ში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება.

ამ საქმეში ფიგურანტებად გადიან ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ედი ირვაინი და ქალაქის ყოფილი მერის ვაჟი გაბრიელე მორატი. მხარეებმა არ მოისურვეს ერთმანეთში კონფლიქტის მოგვარება და ახლა ყველაფერს სასამართლო დაადგენს.

Correra dello Serra-ს ინფორმაციით, ეს ისტორია 2008 წლის 20 დეკემბერს დაიწყო. სწორედ მაშინ, პოპულარულ ღამის კლუბში მისულმა მორატიმ ირვაინი თავისი ყოფილი შეყვარებულის კომპანიაში აღმოაჩინა. მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი მათ შორის ჩხუბი ატყდა.
ედის თქმით, იტალიელმა მას სახეში გაარტყა, ირლანდიელმა პილოტმა კი საპასუხოდ მერის ვაჟს ჭიქა ესროლა.

ჩხუბი საკმაოდ სერიოზული იყო. ექიმებმა მორატისაც და ირვაინსაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღმოუჩინეს. რა თქმა უნდა, არც ერთი მხარე არ აპირებს საკუთარი დანაშაულის აღიარებას. ასე რომ, ახლა სიტყვა მილანელ მოსამართლე პაოლო ტოტიზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული