სად წავა სუტილი?

AutoSharing Option
გერმანელი პილოტი ადრიან სუტილი ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პერსონაჟად რჩება პილოტთა ბაზარზე. გერმანელ ავტომრბოლს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს მომავალ სეზონში "ფორს ინდიაში" დარჩენა, მაგრამ ინდური საჯინიბო აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას.

აბუ დაბის რბოლის წინ ადრიან სუტილმა გერმანული ტელევიზიისთვის RTL-თვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან მალე შეიტყობს გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ - შესაძლოა, ეს მომავალ კვირასაც კი მოხდეს. ამ ინფორმაციას გერმანელი პილოტის მენეჯერი მანფრედ ციმერმანიც ადასტურებს.

"ჩვენ ბრაზილიის ეტაპამდე უნდა გავიგოთ, რომელი გუნდის სახელით გამოვა 2012 წელს ადრიანი", - განაცხადა ციმერმანმა.

სუტილს რამდენიმე
ვარიანტი აქვს - "ფორს ინდია", უილიამსი", "ლოტუსი" და HRT. მუხედავად იმისა, რომ იტალიელ იარნო ტრულის დადასტურებული კონტრაქტი აქვს, მისი მომავალი "ლოტუსის" შემადგენლობაში ჯერ გაურკვეველია. დადის ჭორი იმის შესახებ, რომ იტალიელი შეიძლება შეცვალოს ბელგიელმა ჟერომ დ'ამბროზიომ, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილავდა "ლოტუსის" შეფთან ტონი ფერნანდესთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული