ამერიკაში გრანპრი არ იქნება?

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემები შეექმნა ავტოდრომის მშენებლობას ტექსასის ქალაქ ოსტინში, სადაც 2012 წელს ფორმულა 1-ში აშშ-ის გრანპრის უნდა ჩატარდეს.

როგორ სააგენტო AP იტყობინება, ტრეკის მშენებლობა შეჩერებულია. ამის მიზეზია საკონტრაქტო დავა აშშ-ის გრაპრის ორგანიზატორებსა და ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს შორის.

არსებობს სხვა პრობლემაც. საქმე ისაა, რომ რბოლის ორგანიზატორებს აღარ აქვთ ადგილობრივი მთავრობის ფინანსური დახმარების იმედი.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, ორგანიზატორებს უნდა მიეღოთ 25 მილიონი დოლარი, რომელსაც წლების განმავლობაში გადასახადებით დაფარავდნენ, აგრეთვე ქალაქის ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა ტურისტებისგან შემოსული თანხები. მაგრამ ტექსასის პოზიციები დასუსტდა მას შემდეგ,
რაც ამერიკაში ფორმულა 1-ის მეორე ეტაპის - ნიუ იორკის რბოლის ჩატარების შანსი გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ოსტინში რბოლა 2012 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა, ავტოდრომის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული