ახალი ვარსკვლავის დაბადება

AutoSharing Option
სამი დღის განმავლობაში აბუ დაბიში "იას მარინას" ავტოდრომზე ახალგაზრდა პილოტთა ტესტები მიმდინარეობდა.

ფორმულა 1-ის უახლოესი რეზერვის შემოწმებისას ახალი ვარსკვლავის დაბადება ვიხილეთ. ეს გახლავთ "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრი, ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი. სულ აბუ დაბიში ექვსი სესია ჩატარდა და ექვსივე ვერნის გამარჯვებით დასრულდა. ეს პილოტი "რედ ბულის" ბოლიდით - RB7-ით გამოდიოდა და, რა თქმა უნდა, ესეც ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ვერნმა, პირველ რიგში, თავისი ოსტატობით მოხიბლა მაყურებელი.

ფრანგი პილოტის კლასზე ერთი ფაქტი მეტყველებს. როგორც იცით, გასულ უქმეებზე აბუ დაბიში ფორმულა 1-ის გრანპრი
გაიმართა, რომელშიც კვალიფიკაცია გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა მოიგო. და სწორედ გუშინ, დილის სესიაში ჟან-ერიკ ვენრმა კვალიფიკაციის რეჟიმში რამდენიმე წრე გაიარა და ფეტელის შედეგს სულ მცირედით ჩამორჩა.

ბუნებრივია, ვერნს კონკურენტი არ ჰყოლია. გუშინდელ ორივე სესიაში მან უახლოეს მდევარს, "ფერარის" სარეზერვო პილოტს ჟიულ ბიანკის ორ წამზე მეტი მოუგო, "მაკლარენის" წევრს გერი პაფეტს კი - სამ წამზე მეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული