ექლსტოუნის ულტიმატუმი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ მზად არის ამოშალოს 2012 წლის კალენდრიდან აშშ-ის გრანპრი, რომელიც ტექსასის ქალაქ ოსტინში უნდა გაიმართოს. მიზეზი ცნობილია: გუშინ გამოცხადდა, რომ რბოლის ორგანზატორებს შორის ბევრი სადავო საკითხი დაგროვდა, გარდა ამისა, არასაკმარისი დაფინანსების გამო შეწყდა ტრასის მშენებლობა.

ექლსტოუნმა ჯერ კიდევ ინდოეთის გრანპრის დროს განაცხადა, რომ ამერიკული პროექტი ჩაშლის პირასაა, მაგრამ ამ კვირას სიტუაციამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. ფორმულა 1-ის ხელმძღვანელის თქმით, მას ამერიკული მხარისგან ჯერაც არ მიუღია იმის გარანტია, რომ აშშ-ის გრაპრის ორგანიზატორები ეტაპის ჩატარებისთვის აუცილებელ
თანხას გადაიხდიან. ექლსტოუნმა ამერიკელებს სამი კვირა მისცა: თუ ფინანსების საკითხი არ მოგვარდება, ამერიკულ ეტაპს ამოიღებენ 2012 წლის ჩემპიონატის კალენდრიდან. ეს მოხდება 7 დეკემბერს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე.

"ჩვენ გვინდა მივიღოთ გარანტიები, რომ იმ თანხას გადაგვიხდიან, რომელიც გრანპრის მასპინძლობის მისაღებად არის საჭირო. როგორც წესი, ასეთ გარანტიას ბანკი იძლევა. თუ მათ ფული არ აქვთ, რთული იქნება საკრედიტო წერილის მიღება. ამიტომაც არ ვჩქარობთ ამერიკულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმებას", - ამბობს ექლსტოუნი.

ასე რომ, ამერიკის გრანპრისთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებამ არასასიამოვნო განვითარება მიიღო და მომავალ წელს, აშშ, შესაძლოა, ფორმულა 1-ის გარეშე დარჩეს. თუმცა 2013 წელს ამერიკაში დაგეგმილია ქუჩის რბოლა ნიუ ჯერსიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული