პეტროვი გრძელი ენისთვის დაისჯება

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემები შეექმნა "ლოტუს-რენოს" რუს პილოტს ვიტალი პეტროვს. ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, საპრიზო პილოტის სტატუსი ჩამოართვას რუს ავტომრბოლს.

საქმე ისაა, რომ პეტროვმა ბოლო ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა "ლოტუს-რენოს" პოლიტიკა. ფრანგულ საჯინიბოს გერმანიის გრანპრის შემდეგ მხოლოდ ექვსი ქულა აქვს მოპოვებული.

პეტროვმა აღნიშნა, რომ გუნდის შტაბი ხშირად ცდება არჩეული ტაქტიკაში, აგრეთვე მუდმივად ტექნიკურად გაუმართავი ბოლიდი გამოჰყავს ტრასაზე. ამასთან, წარუმატებლობებში გუნდი ყოველთვის პილოტებს ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, დღეს "ლოტუს-რენოს" ორ ადგილზე ოთხი ავტომრბოლი აცხადებს პრეტენზიას: ამჟამინდელი საპრიზო პილოტები - პეტროვი
და ბრუნო სენა, აგრეთვე რომენ გროსჟანი და ტრავმისგან ახლახანს მომჯობინებული რობერტ კუბიცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათ თუ გაგდება მოუნდათ ენას დააბრალებენ ? ნიკ ჰაითფელდი რატომ გაუშვეს? მაგათ მიზეზის მონახვა არ გაუჭირდებათ
avtuko
00:15 20-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული