"ვიცით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ, თუმცა არჩევანის გაკეთება რთული იქნება. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ იცოდეს ძალთა თანაფარდობის შესახებ", - ამბობს ვულფი.
ფორმალურად, 2012 წელს პასტორ მალდონადოს პარტნიორობაზე პრეტენზიას ოთხი პილოტი აცხადებს - რუბენს ბარიკელო, კიმი რაიკონენი, ადრიან სუტილი და ვალტერი ბოტასი. გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს.
მთავარი ფაქტორი კი
* * *
ამასობაში, ბრიტანულ F1Racing-ს ინტერვიუ მისცა კიმი რაიკონენმა.
"სანამ ყველა დოკუმენტი არ გაფორმდება, ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნები იმაში, რომ ფორმულა 1-ში დავბრუნდები. ასე რომ, ახლა ამ საკითხის განხილვა უაზრობაა. ჭორები ყოველთვის არსებობდა - ეს ჩვენი სამყაროს ნაწილია. ჟურნალისტები წერენ იმას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს, რადგან მაინც არაფრის შეცვლა არ შემიძლია. თუ მაინც ეცდებით რაიმეს შეცვლას და იტყვით: "არა, სინამდვილეში ასე არ არის", კიდევ უფრო არევთ სიტუაციას და ახალი ჭორების საფუძველს მისცემთ მათ. ფორმულა 1-ში შეიძლება თქვა ერთი და ჟურნალისტებმა დაწერონ მეორე.
ვარიანტი მართლაც ბევრია, ასე რომ, ჭორები - სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა უმეტეს მათგანს ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ ნასკარის სერიაში გამოსვლას, თქვენ ამის შესახებ საზოგადოებას ამცნობთ, მაგრამ თუ მსგავსი არაფერი მოხდება, მაშინ ინფორმაცია მცდარი ყოფილა. სანამ რაიმე ცნობა დასაბუთებული არ იქნება, აზრი არ აქვს მის კომენტირებას.
ყოველთვის მომწონდა ახალი გამოწვევის მიღება. ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ არ მსურს ჯერ მასზე ლაპარაკი, რადგან არ ვიცი - ახდება თუ არა ის", - თავის სტილში ლაპარაკობს ფინელი პილოტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"