გერმანული გაზეთი Auto Motor und Sport წერს, რომ იაპონურმა ავტოგიგანტმა, შესაძლოა, ძრავებით მოამარაგოს "მაკლარენი". ამჟამად, ბრიტანული საჯინიბო "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გერმანელები 2012 წლის სეზონის ბოლომდე "მაკლარენს" უფასოდ მიაწვდიან ძრავებს, შემდეგ კი ამოქმედდება ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც ფასიან მიწოდებას ითვალისწინებს. ეს თანხა 2015 წლის ბოლომდე სეზონში დაახლოებით 8 მილიონი დოლარი იქნება.
ჭორების თანახმად, "მაკლარენი" ალტერნატიულ ვარიანტს
"მაკლარენის" წარმომადგენლებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, "ჰონდას" ერთ-ერთმა მენეჯერმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკურად კომპანია მზად არის დაბრუნებისთვის, მაგრამ განაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"