ვერნი გაურკვევლობაშია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ამომავალ ვარსკვლავს ჟან-ერიკ ვერნს მიაჩნია, რომ სიჩქარე, რომელიც მან აბუ-დაბიში ახალგაზრდული ტესტებისას აჩვენა, "სამეფო რბოლებში" მისი დებიუტის საწინდარი უნდა გახდეს.

ამ სეზონში ფრანგი პილოტი ორ გრანპრიზე, პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების დროს "ტორო როსოს" ბოლიდით გავიდა ტრასაზე, ახლა კი იას-მარინას ტრეკზე სამი დღის განავლობაში ყველაზე კარგ დროს აჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტესტის დროს ვერნმა 0,4 წამით უარესი დრო აჩვენა იმაზე, რაც აბუ დაბის გრანპრის კვალფიკაციისას "რედ ბულის" პილოტს, მსოფლიოს ჩემპიონ სებასტიან ფეტელს ჰქონდა.

ვერნი "ტორო როსოში" მოხვედრის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია:
მას შეიძლება შესთავაზონ ძირითადი პილოტის კონტრაქტი ან სარეზერვო პილოტის ადგილი. გარდა ამისა, კომპანია "რედ ბულის" ავტოსპორტის პროგრამის ხელმძღვანელებმა, შესაძლოა, ფრანგისთვის სხვა გუნდში მონახონ ადგილი. ასე მოხდა წელს, მაგალითად, დანიელ რიკარდოს შემთხვევაში - ავსტრალიელმა სეზონის ნახევარი HRT-ის რიგებში გაატარა.

"ტესტებმა აჩვენეს, რომ საკმარისად სწრაფი ვარ და შემიძლია ფორმულა 1-ში დებიუტი, - ამბობს ვერნი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მაგრამ ეს გადაწყვეტილება "რედ ბულმა" უნდა მიიღოს.

ამ კომპანიის მხარდაჭერის წყალობით შევძელი ტესტების ჩატარება RB7-ის ბოლიდით და გავიარე გზა კარტინგიდან ფორმულა 1-ის მანქანამდე. ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ძალებშია და ახლა "რედ ბული" გადაწყვეტს ჩემი კარიერისთვის რომელი ვარიანტი იქნება მიზანშეწონილი. ბრაზილიაში მომიწევს ტესტების გავლა და იქ გამოჩნდება ყველაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული