ამ სეზონში ფრანგი პილოტი ორ გრანპრიზე, პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების დროს "ტორო როსოს" ბოლიდით გავიდა ტრასაზე, ახლა კი იას-მარინას ტრეკზე სამი დღის განავლობაში ყველაზე კარგ დროს აჩვენებდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტესტის დროს ვერნმა 0,4 წამით უარესი დრო აჩვენა იმაზე, რაც აბუ დაბის გრანპრის კვალფიკაციისას "რედ ბულის" პილოტს, მსოფლიოს ჩემპიონ სებასტიან ფეტელს ჰქონდა.
ვერნი "ტორო როსოში" მოხვედრის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია:
"ტესტებმა აჩვენეს, რომ საკმარისად სწრაფი ვარ და შემიძლია ფორმულა 1-ში დებიუტი, - ამბობს ვერნი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მაგრამ ეს გადაწყვეტილება "რედ ბულმა" უნდა მიიღოს.
ამ კომპანიის მხარდაჭერის წყალობით შევძელი ტესტების ჩატარება RB7-ის ბოლიდით და გავიარე გზა კარტინგიდან ფორმულა 1-ის მანქანამდე. ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ძალებშია და ახლა "რედ ბული" გადაწყვეტს ჩემი კარიერისთვის რომელი ვარიანტი იქნება მიზანშეწონილი. ბრაზილიაში მომიწევს ტესტების გავლა და იქ გამოჩნდება ყველაფერი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"