"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს სპორტულ კარიერაში, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი. მზად ვარ მივიღო ახალი გამოწვევა და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მმატებს.
ამ პროექტში ჩართვას ორი ფაქტორის გამო დავეთანხმე: ბრძოლაში დაბრუნება მინდოდა და თან HRT ესპანური საჯინიბოა, სადაც ძალიან ბევრ თანამშრომელს ვიცნობ.
დღევანდელ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან დაძაბული მუშაობა მომიწევს, მაგრამ მე იმაზე
ვამაყობ იმით, რომ ესპანეთს საკუთარი გუნდი ჰყავს ფორმულა 1-ში და მე შემიძლია მისი ბოლიდით სტარტზე გასვლა. მინდა მადლობა გადავუხადო HRT-ს ამ ნდობისთვის, ხოლო "მაკლარენის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ სხვა გუნდში წასვლის ნება დამრთო. ამ გუნდთან გატარებული რვა სეზონის განმავლობაში გავიზარდე როგორც პილოტი და როგორც ადამიანი. მათ გარეშე მე დღეს აქ არ ვიქნებოდი", - განაცხადა პედრო დე ლა როსამ.
პედრო დე ლა როსას 1999 წელს ჰქონდა დებიუტი, მაგრამ მხოლოდ რვა სეზონში მონაწილეობდა რბოლებში. ამ დროის განმავლობაში მან ხუთი გუნდი გამოიცვალა - "ეროუზი", "იაგუარი", "მაკლარენი", "BMW-ზაუბერი" და "ზაუბერი". ბოლო წლებში პედრო "მაკლარენის" სარეზერვო პილოტი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"