მასა მესამე პილოტია "ფერარის" ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ფელიპეზე მეტი სტარტი წითელი ბოლიდით მხოლოდ ორი ავტომრბოლს ჰქონდა - მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს, რომლებმაც შესაბამისად, 179-ჯერ და 102-ჯერ დაიცვეს "სკუდერიას" ღირსება.
"ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ჩემს ავტოფარეხში "ფერარის" ბოლიდი მდგარიყო. და როცა პირველად მოვკარი თვალი ამ ავტომობილს ტრასაზე, გავიფიქრე, რომ ეს
ფელიპეს ბრაზილიის გრანპრი ორჯერ აქვს მოგებული - 2006 და 2008 წლებში. ის ამჯერადაც იმედოვნებს საშინაო ტრასაზე წარმატებით გამოვლას, რაც მასასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბრაზილიელმა აშკარად ჩააგდო წლევანდელი სეზონი - განვლილ 18 რბოლაში ერთხელაც ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა.
თუმცა ასეთი წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, "ფერარის" ხელმძღვანელობა მაინც ენდობა ბრაზილიელს და მას 2012 წლის სეზონშიც მისცემს თავის გამოჩენის შანსს.
რაც შეეხება მომავალ რბოლას, ის ასევე მნიშვნელოვანი იქნება მასას თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის, რომელიც ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ებრძვის "მაკლარენის" პილოტს ჯენსონ ბატონს. ეს უკანასკნელი სეზონის დასკვნითი ეტაპის წინ ათ ქულას უგებს ალონსოს. სწორედ ეს არის წლის ბოლო გრანპრის მთავარი ინტრიგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"