როგორც გაირკვა, 2011 წელს “მერსედესის” პილოტი მიხაელ შუმახერი საუკეთესო იყო სტარტზე მოგებული პოზიციების მხრივ - მთელი წლის განმავლობაში უკეთესი სასტარტო თვისებების წყალობით ჯამში 34 პოზიცია მოიგო.
ამ რეიტინგში ბოლო ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი - მხოლოდ ერთი მოგებული პოზიცია, რაც სულაც არ არის გასაკვირი. საქმე ისაა, რომ “რედ ბულის” პილოტი სეზონში მხოლოდ ერთხელ არ იდგა სასტარტო ბილიკის პირველ ხაზზე.
ლიდერები
1. შუმახერი (მერსედესი) - 34
2. ბუემი (ტორო
3. კოვალაინენი (ლოტუსი) - 28
4. ლიუცი (HRT) - 20
5. კობაიასი (ზაუბერი) - 19
* * *
უშუალოდ რბოლების დროს გასწრებების რაოდენობით ლიდერობს “ტორო როსოს” შვეიცარიელი პილოტი სებასტიან ბუემი. მინიმალური ჩამორჩენით მეორე ადგილზეა შუმახერი, მესამეზე იმყოფება “ზაუბერის” პილოტი კამუი კობაიაში.
ლიდერები
1. ბუემი (ტორო როსო) - 112
2. შუმახერი (მერსედესი) - 111
3. კობაიასი (ზაუბერი) - 95
4. ალგერსუარი (ტორო როსო) - 90
5. პერესი (ზაუბერი) - 89
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"