სტარტი შუმახერისაა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე სეზონის შესახებ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოქვეყნდა.

როგორც გაირკვა, 2011 წელს “მერსედესის” პილოტი მიხაელ შუმახერი საუკეთესო იყო სტარტზე მოგებული პოზიციების მხრივ - მთელი წლის განმავლობაში უკეთესი სასტარტო თვისებების წყალობით ჯამში 34 პოზიცია მოიგო.

ამ რეიტინგში ბოლო ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი - მხოლოდ ერთი მოგებული პოზიცია, რაც სულაც არ არის გასაკვირი. საქმე ისაა, რომ “რედ ბულის” პილოტი სეზონში მხოლოდ ერთხელ არ იდგა სასტარტო ბილიკის პირველ ხაზზე.

ლიდერები
1. შუმახერი (მერსედესი) - 34
2. ბუემი (ტორო
როსო) - 29
3. კოვალაინენი (ლოტუსი) - 28
4. ლიუცი (HRT) - 20
5. კობაიასი (ზაუბერი) - 19

*  *  *
უშუალოდ რბოლების დროს გასწრებების რაოდენობით ლიდერობს “ტორო როსოს” შვეიცარიელი პილოტი სებასტიან ბუემი. მინიმალური ჩამორჩენით მეორე ადგილზეა შუმახერი, მესამეზე იმყოფება “ზაუბერის” პილოტი კამუი კობაიაში.

ლიდერები
1. ბუემი (ტორო როსო) - 112
2. შუმახერი (მერსედესი) - 111
3. კობაიასი (ზაუბერი) - 95
4. ალგერსუარი (ტორო როსო) - 90
5. პერესი (ზაუბერი) - 89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული