"ფოლკსვაგენის" პრიორიტეტები

AutoSharing Option
"ბენტლის", "ბუგატისა" და "ფოლკსვაგენ მოტორსპორტის" ხელმძღვანელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ გერმანული ავტოგიგანტი ფორმულა 1-ში მისვლის შესაძლებლობას განიხილავს.

"ავტოსპორტის რომელ სახეობებში გამოვლენ ჩვენი ბრენდები? იგივე კითხვას მისვამენ დირექტორთა საბჭოზე. და მე ყოველ ჯერზე გრძელი სიის ჩამოთვლა მიწევს - დაწყებული "სეატის სუპერთასიდან დამთავრებული სატვირთო ავტომობილების რბოლით. 2012 წელს ჩვენი გეგმის მიხედვით, "აუდი" დარჩება იქ, სადაც არის. იგივე ეხება "პორშეს", "შკოდა" გააგრძელებს რალიში გამოსვლას. "ბენტლი" ისევ უნდა გამოჩნდეს ავტოსპორტში, რადგან ბოლო დიდი გამარჯვება ამ ბრენდმა 2003 წელს მოიპოვა.

"ფოლკსვაგენი" კი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში
მივიდა. არ ვჩქარობთ პილოტების შემადგენლობის გამოცხადებას, რადგან დებიუტამდე ჯერ თითქმის ერთი წელია დარჩენილი. თუმცა უკვე დღეს შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ გუნდის ჩამოყალიბების პროცესში დიდ როლს ითამაშებს კარლოს საინსი.

და კიდევ, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ფორმულა 1-ში გამოსვლის პერსპექტივას", - ამბობს დიურჰაიმერი ჟურნალ Car-თვის მიცემულ ინნტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული