ბაჰრეინი ბრუნდება, ამერიკას ეშველა?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის გაიმართება იმისდა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში კვლავაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა.

"ეტაპი შესულია კალენდარში, - ამბობს BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ბერნი. - ჩვენ იქ გავემგზავრებით, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე საშინელება არ მოხდება".

რაც შეეხება აშშ-ის გრანპრის, ამის შესახებ ექსლსტოუნმა შემდეგი განაცხადა: "სავარაუდოდ, ეტაპი ამერიკაში არ შედგება. მათი მთავარი პრობლემა - არასაკმარისი ფინანსებია, მაგრამ 2013 წელს ეს რბოლა, შესაძლოა, დაბრუნდეს კალენდარში. რაც შეეხება კორეის გრანპრის, ჩვენ პრომოუტერებთან ერთად შევისწავლით სიტუაციას,
რადგან მათ საქმე ვერ ააწყვეს".

თუმცა ამერიკის გრანპრისთან დაკავშირებით., შესაძლოა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. კომპანია Circuit of The Americas (COTA), რომელსაც ეკუთვნის ოსტინის ავტოდრომი, მზად არის გადაუხადოს ბერნი ექლსტოუნს თანხა, რომელიც 2012 წელს აშშ-ის გრანპრის ჩასატარებლად არის საჭირო.

"ჩვენ მზად ვართ გადავურიცხოთ ექლსტოუნს საჭირო თანხა და მოვიპოვოთ ოსტინში რბოლის ჩატარების უფლება", - განაცხადა COTA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბობი ეპსტაინმა.

* * *
ამასობაში ირკვევა, რომ რუსული საჯინიბო "მარუსია-ვირჯინი", შესაძლოა, გარიცხონ ფორმულა 1-დან. ამის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობის დაუდევრობაა, რომელმაც მაკონტროლებელ ორგანოებს არ წარუდგინა კომპანიის მოღვაწეობის ფინანსური ანგარიში.

საჭირო დოკუმენტები გუნდს ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა წარმოედგინა, მაგრამ ეს ვადა 23 ნოემბერამდე გადაუტანეს, თუმცა რუსებმა არც ამჯერად შეიწუხეს თავი.

ახლა, გუნდის დირექტორატის წინააღმდეგ საქმე აღიძრება, რამაც სხვა სასჯელთან ერთად, შესაძლოა, "მარუსია-ვირჯინის" დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული