ჯერ ”რედ ბული”, შემდეგ ”მაკლარენი”

AutoSharing Option
ბრაზილიის გრანპრიმ დაასრულა ავტოსპორტში 2011 წლის სეზონი, ამიტომაც შესაძლებელია გარკვეული შეფასებების გაკეთება. ამისთვის კი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა Castrol-ის რეიტინგი, რომელიც არაერთხელ შეგვითავაზებია ავტოსპორტის მოყვარულთათვის.

სწორედ დღეს ვიღებთ ყველაზე ობიექტურ სურათს, რადგან პილოტთა პოზიციების გამოთვლისას ითვალისწინებენ ახლახანს დასრულებული ჩემპიონატების სრულ შედეგებს.

გასული უქმეების შედეგების მიხედვით, ქულები შეეცვალათ ფორმულა 1-ის პილოტებს - ერთი წლის წინ აბუ დაბის ეტაპზე დაგროვილი ქულების ნაცვლად მან “ინტერლაგუშის” ტრასაზე გამოსვლისთვის მიიღეს ახალი ქულები. ამ სიტუაციაში მთავარი წაგებულია ლუის ჰემილტონი - ბრიტანელი 2010 წელს პოდიუმზე იდგა, ახლა კი
ფინიშამდე ვერ მიაღწია. ჯენსონ ბატონმა კი დაადასტურა თავისი მესამე ადგილი და საბოლოოდ, გაასწრო რეიტინგში თანაგუნდელს.

თუმცა “მაკლარენის” პილოტები რეიტინგის მხოლოდ მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩდნენ - მათ არამარტო სებასტიან ფეტელმა, არამედ მარკ უებერმაც გაუსწრო. მართალია, ავსტრალიელმა ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში წააგო ბატონთან, მაგრამ კვალიფიკაციებში უკეთ გამოსვლისა და რბოლების დროს უფრო მეტი სწრაფი წრეების წყალობით ორივე ბრიტანელს აჯობა სარეიტინგო რბოლაში.

პირველ ოცეულში სხვა ცვლილებები არ მომხდარა. საინტერესოა, რომ პირველი ხუთი ადგილი ფორმულა 1-ის პილოტებს ეკუთვნით, ამ სერიის შემდეგ პილოტი - ფელიპე მასა კი მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა.

ფორმულა 1-ის დებიუტანტებს შორის საუკეთესოა პოლ დი რესტა - ბრაზილიის გრანპრიზე კარგმა გამოსვლამ შოტლანდიელს რეიტინგში 36-ე ადგილი მოუტანა.

ქვეყნების ჩათვლაში პირველი სამეული შეადგინეს გერმანიამ, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 31 442
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 777
3. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 19 745
4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 305
5. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 663
6. უ. პაუერი (IndyCar) 17 427
7. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 584
8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 327
9. ს. ლოები (რალი) 15 998
10. ს. დიქსონი (IndyCar) 14 949

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული