"რედ ბულის" მოქმედ ჩემპიონს რაიკონენთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს: ორივენი შვეიცარიაში ცხოვრობენ, ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს და ერთად თამაშობენ ბადმინტონს. მაგრამ სებასტიანი ღიად აცხადებს იმის შესახებ, რომ კიმის იგივე პრობლემები ელის, რაც მიხაელ შუმახერს ჰქონდა "სამეფო რბოლებში" დაბრუნების შემდეგ.
"ყველამ ერთად ვნახეთ მიხაელის დაბრუნება, - ამბობს გერმანელი პილოტი. - შუმახერი ფორმულა 1-დან მაშინ წავიდა, როცა ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში იყო. მაგრამ როცა დაბრუნდა, აღიარა,
მე ვიხსენებ მანქანას, რომლითაც ორი წლის წინ გამოვდიოდი რბოლებში და შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. უბრალოდ საოცრებაა: საჭეზე ღილაკები სეზონის მსვლელობის დროსაც ემატება. დაბრუნდე და მაშინვე აჩვენო ძველი დონე - ეს ძალიან რთულია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"