"უილიამსმა" მალდონადო დაიტოვა

AutoSharing Option
ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" 2012 წლისთვის სანახევროდ დააკომპლექტა პილოტთა შემადგენლობა. კერძოდ, გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ვენესუელელ პასტორ მალდონადოსთან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება. "უილიამსის" მეორე პილოტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია "უილიამსის" შემადგენლობაში კარიერის გაგრძელება. ამ გუნდში მეორე სეზონს გავატარებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მას ლიდერთა ჯგუფში დაბრუნებაში დავეხმარო. გასული სეზონი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ მან სწავლისა და პროგრესის საშუალება მომცა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გატარებული ზომები 2012 წელს წარმატებას მოგვიტანს. ვღელავ იმის გამო, რომ ამ პროგრესის
ნაწილი ვარ და შემიძლია ვენესუელა წარმოვადგინო ფორმულა 1-ში", - განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მალდონადომ.

ასევე დადასტურდა ხელშეკრულების გაგრძელება ვალტერი ბოტასთან - ფინელი "უილიამსის" სარეზერვო პილოტად დარჩება და გაისად 15 გრანპრიზე მიიღებს მონაწილეობას თავისუფალ პრაქტიკებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული