მექსიკა ბრუნდება?

AutoSharing Option
მექსიკელი ბიზნესმენი სლიმ დომიტი ოპტიმისტურად უყურებს ფორმულა 1-ში მექსიკური ეტაპის ჩატარების პერსპექტივებს. მისი თქმით, ქვეყანაში ავტოსპორტისადმი ინტერესი იზრდება, მექსიკელი პილოტები კი მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

"მომწონს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში მექსიკის დაბრუნების იდეა, - ამბობს მილიარდერი. - არც კი ღირს იმაზე ფიქრი, საჭიროა თუ არა ამ პროექტის განხილვა - ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. მექსიკაში დიდია ავტოსპორტისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ეს ფორმულა 1-ს ეხება. სერხიო პერესი საკმაოდ წარმატებით გამოდის "ზაუბერში", ესტებან გუტიერესი - ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ "სამეფო რბოლებში".

სლიმ დომიტს
მიაჩნია, რომ მექსიკის გრანპრი კარგად ჩაჯდება კალენდარში, სადაც კანადისა და აშშ-ის გრანპრის გვერდით დაიკავებს ადგილს, მათთან ერთად ამერიკულ ტრიოს შექმნის და ეს ერთგვარი ხიდი იქნება ბრაზილიური ეტაპისთვის.

ფორმულა 1-ის ისტორიას მექსიკის 15 გრანპრი ახსოვს, რომელიც 1963-92 წლებში პაუზებით ტარდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული