მიკაც ბრუნდება?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი მიკა ჰაკინენი მონაწილეობას მიიღებს DTM-ის სერიის ავტომობილების ტესტებში, რომელიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში ესპანეთის მონტებლანკოს ტრასაზე გაიმართება.

ჰაკინენი ერთმანეთს შეადარებს “მერსედესს”, რომელიც ამ სერიაში ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში გამოიყენებოდა და სრულიად ახალ ავტომობილს, რომელიც 2012 წელს გავა ტრასაზე.

კომპანია “მერსედესის” სპორტული განყოფილების ხელმძღვანელობამ მოუწოდა ჟურნალისტებს ჰაკინენის ტესტებზე მიწვევისგან შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გააკეთებენ. რთულია იმის ვარაუდი, რომ ფინელი პილოტი გაისად DTM-ის სერიის მონაწილეთა შორის ვიხილოთ, მით უმეტეს, “მერსედესის” პილოტებს შორის უკვე არის ფორმულა 1-ის ყოფილი
წევრი - რალფ შუმახერი, რომელმაც 2012 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ჰაკინენის გარდა, მომავალ ტესტებში მონაწილეობას მიიღებენ DTM-ში “მერსედესის” მოქმედი პილოტები - ინგლისელები გერი პაფეტი და ჯეიმი გრინი და გერმანელი კრისტიან ფიტორისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული