ფორმულა 1 - კალენდარი დამტკიცებულია

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. წინასწარ ვერსიასთან შედარებით განრიგში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

კალენდარი კვლავინდებურად 20 რბოლისგან შედგება. მათ შორის არის ბაჰრეინისა და აშშ-ის გრანპრი. როგორც ჩანს, ამერიკელებმა ყველა უთანხმოება მოაგვარეს და მოასწრებენ ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში ტრასის აგებას.

რაც შეეხება ბაჰრეინს, ეჭვი ამ ეტაპთან დაკავშირებითაც რჩება, რადგან ქვეყანაში ჯერ არ მოგვარებული პოლიტიკური კრიზისი. თუმცა ორივე ქვეყანამ ყველა ფორმალური პირობა შეასრულა და ამიტომაც, ეტაპები შესულია კალენდარში.

სეზონი 18 მარტს მელბურნში დაიწყება, ხოლო ფინიში 25
ნოემბერს სან პაულუშია დაგეგმილი.

2012 წლის კალენდარი:
18 მარტი - ავსტრალია
25 მარტი - მალაიზია
15 აპრილი - ჩინეთი
22 აპრილი - ბაჰრეინი
13 მაისი - ესპანეთი
27 მაისი - მონაკო
10 ივნისი - კანადა
24 ივნისი - ევროპა
8 ივლისი - ბრიტანეთი
22 ივლისი - გერმანია
29 ივლისი - უნგრეთი
2 სექტემბერი - ბელგია
9 სექტემბერი - იტალია
23 სექტემბერი - სინგაპური
7 ოქტომბერი - იაპონია
14 ოქტომბერი - კორეა
28 ოქტომბერი - ინდოეთი
4 ნოემბერი - აბუ დაბი
18 ნოემბერი - აშშ
25 ნოემბერი - ბრაზილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული