რაიკონენი თოვლში ამოტრიალდა

AutoSharing Option
ახალი სეზონის წინ ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა ავსტრიაში, ტრადიციულ Swatch Snow Mobile Race-ის შეჯიბრის დროს თოვლზე სკუტერებით რბოლაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, "ლოტუს-რენოს" ახალწვეულისთვის ეს გართობა სავალალოდ დასრულდა - ფინელი ავარიაში მოხვდა, ხელის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გააგზავნეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

პირველივე ცდის დროს კიმიმ ძალიან მაღალი სიჩქარით სცადა მოსახვევის გავლა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. დაცემისას მან მარცხენა ხელი დაიზიანა.

მოგვიანებით, "ლოტუს-რენოს" პრესსამსახურმა დაამშვიდა ფინელის გულშემატკივრები - დაზიანება უმნიშვნელოა. ორშაბათს რაიკონენს კიდევ ერთხელ მოუწევს სამედიცინო შემოწმების გავლა და ინციდენტი
ამოწურული იქნება.

თუმცა, სანამ სამედიცინო დასკვნას გაეცნობოდა, "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, გვარიანად ინერვიულებდა, რადგან იქ კარგად ახსოვთ ის შოკი, რომელიც გუნდმა 2011 წლის სეზონის დაწყებამდე განიცადა, როცა რალიში ტრავმა მიიღო "რენოს" ლიდერმა რობერტ კუბიცამ და ის სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა რბოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული