ბერნი შვილებს უწყრება

AutoSharing Option
ბრიტანული გაზეთის "დეილი მეილის" ფურცლებზე ფორმულა 1-ის კომერციულმა ბოსმა ბერნი ექსლტოუნმა ისევ გამოთქვა უკმაყოფილება თავისი ქალიშვილების - 27 წლის ტამარასა და 22 წლის პეტრას ცხოვრების სტილზე. ბერნი ამბობს, რომ მისი შვილები ისე არ ხარჯავენ მამის ქონებას, როგორც ამას თავად ბერნი ისურვებდა.

"მე შევქმენი სპეციალური ფონდი ჩემი ყოფილი მეუღლისთვის და გოგონებს ამ თანხაზე ხელი მიუწვდებათ. იმედი მქონდა, რომ ისინი ამ ფულს გონივრულად გამოიყენებდნენ და აიწყობდნენ საკუთარ ცხოვრებას მომავალ შვილებთან და ოჯახთან ერთად. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა", - ამბობს ბერნი.

ბრიტანული
ბულვარული პრესის ერთ-ერთი საყვარელი თემაა - ექლსტოუნის ქალიშვილების მიერ თანხების უაზროდ ფლანგვა. ტელევიზიით მინიტელესერიალიც კი გავიდა, რომლის სახელწოდება იყო - "ტამარა - მილიარდერის ქალიშვილი", მაგრამ ბერნი ნანახით უკმაყოფილო დარჩა.

"მე ვნახე ერთი სერია და ვუთხარი ტამარას - კარგია, თუ შენ მოახერხებ საკუთარი თავის ჩვენებას, მაგრამ ტელევიზია აჩვენებს იმას, რაც მას სჭირდება. შენ ფული გაქვს, მაშინ რაში გჭირდება ეს ყველაფერი?! ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ის სხვანაირად ფიქრობს. მაშინ საკუთარ თავს ვკითხე: რას გააკეთებდნენ მათი ასაკის სხვა გოგონები ასეთი ფინანსური შესაძლებლობები რომ ჰქონდეთ?", - აცხადებს ფორმულა 1-ის შეფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული