"ტორო როსო" მთლიანად გამოიცვალა

AutoSharing Option
"სკუდერია ტორო როსომ" 2012  წლისთვის სრულად შეცვალა შემადგენლობა. დღეს გამოცხადდა, რომ სებასტიან ბუემისა და ხაიმე ალგერსუარის ნაცვლად, ახალ სეზონში იტალიური საჯინიბოს ღირსებას დაიცავენ "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრები - დანიელ რიკარდო და ჟან-ერიკ ვერნი.

მოვლენათა ამგვარი განვითარება საკმაოდ მოულოდნელია. 22 წლის ავსტრალიელს მხოლოდ 11 გრანპრი აქვს ჩატარებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სერიაში, ისიც ყველაზე სუსტი გუნდის - HRT-ის შემადგენლობაში. მას წელს არც ერთი ქულა არ მოუპოვებია. 21 წლის ფრანგ ვერნს კი მხოლოდ პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებში მიუღია მონაწილეობა. წელს ის "რენოს" მსოფლიო
სერიაში მონაწილეობდა და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ბუემი და ალგერსუარი "ტორო როსოში" 2009 წლის სეზონის მსვლელობისას მივიდნენ. წელს იტალიურმა გუნდმა 41 ქულით მერვე ადგილი დაიკავა კონსტრუქტორთა თასზე, აქედან ალგერსუარის მონაგარი 26 ქულა იყო, ბუემისა - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული