ლეჰტო ორ წლით ჩასვეს

AutoSharing Option
ფინეთში დასრულდა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, იუკი-იარვი ლეჰტოს სასამართლო პროცესი.

ფინელ ავტომრბოლს ბრალად ედებოდა კატერის არაფხიზელ მდგომარებაში მართვა, რომლის დროსაც ავარია მოხდა და ამან მისი მეგობრის სიკვდილი გამოიწვია.

ფინეთის სამხრეთით, ქალაქ ტამისაარისთან მომხდარი ინციდენტის დეტალები ასეთია: ლეჰტო თავის ექვსმეტრიან კატერს ვიწრო არხში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. მან ტრაექტორია ვერ გათვალა და ხიდის სვეტს შეასკდა. პილოტმა მძიმე ტრავმები მიიღო, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა, თუმცა კატასტროფაში დაიღუპა მისი თანამგზავრი, რომელიც ლეჰტოს ახლო მეგობარი იყო.

პროკურორმა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ სამართლომ
მხოლოდ ორი წელი და ოთხი თვე მიუსაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული