პროსტს რბოლა არ დავიწყებია

AutoSharing Option
სტარტი აიღო ყინულის ტრადიციულმა რბოლამ - Andros Trophee-მ. სამი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ექვსი რბოლის ჩატარება მოასწრეს - დაწყებული ალპებით და დასრულებული ანდორას ეტაპით.

საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი, რომელმაც შარშან დიდი დრო დახარჯა Dacia Duster-ის მორჯულებისთვის და ახლა, ამ მანქანით ჯერჯერობით უკონკურენციოდაა.

ანდორაში "პროფესორმა" მეორე ადგილი დაიკავა შაბათის რბოლაში და მოიგო კვირის სტარტი. მისმა ვაჟმა - ნიკოლა პროსტმა ეს ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

სამი ეტაპის შემდეგ Andros Trophee-ზე საშობაო არდადეგების დრო დადგა, თუმცა მთავარი ბრძოლა
ჯერ ისევ წინ არის. პროსტს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება Mini-თ მოასპარეზე მოქმედი ჩემპიონი ჟან-ფილიპ დაირო.

ამ წყვილთან ახლოს არის ოლივიე პანისი "შკოდათი". ფორმულა 1-ის კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა ანდორას ერთ-ერთ რბოლაში ფინალამდე ვერ გააღწია და საერთო ჩათვლაში ტოპ-ათეულის მიღმა აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული