ლოტუს-რენოს მარია ლოტუს-რენოს მარია

AutoSharing Option
ესპანელმა ქალმა ავტომრბოლმა მარია დე ვილოტამ განაცხადა, რომ სულ მცირედი აკლია 2012 წლისთვის "ლოტუს-რენოსთან" ტესტ-პილოტის კონტრაქტის გაფორმებამდე.

31 წლის მარიან დე ვილოტა - ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის ემილიო დე ვილოტას ქალიშვილია. 2001 წლიდან ის ესპანეთის მცირე სარბოლო სერიებში მონაწილეობდა, მაგრამ საყოველთაო აღიარება 2009-10 წლებში სუპერლიგის სერიაში მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში გამოსვლით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დე ვილოტა პირველი ქალი არ არის ფორმულა 1-ში. მანამდე "სამეფო რბოლებში" ეპიზოდურად ჩნდებოდნენ მარია ტერეზა დე ფილიპისი (1958-59), ლელა ლომბარდი (1974-76), დივინა გალიცა (1976-78), დეზაირე უილსონი (1980)
და ჯოვანა ამატი (1992), მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთმა - ლომბარდიმ შეძლო ქულების დაგროვება.

"ეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდება. პარასკევობით შევასრულებ ტესტ-პილოტის როლს ან გუნდის სარეზერვო წევრი ვიქნები. მუშაობა 2013 წლის სეზონისთვის იქნება მიმართული. სწორედ ამ წელს ვიმედოვნებ რბოლებში მონაწილეობის მიღებას.

კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა შედგენილი, უბრალოდ, გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა დავსხდეთ და ბოლო დეტალები შევათანხმოთ", - ამბობს ქალი პილოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული