ამასთან დაკავშირებით წყვილმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ფერნანდოსა და რაკელის ქორწინება ხუთი წელი გრძელდებოდა.
"ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ გადავწყვიტეთ ურთიერთობის შეწყვეტა. ეს რთული, მაგრამ ორმხრივი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვშორდებით, მაგრამ მეგობრებად ვრჩებით და ბედნიერებას ვუსურვებთ ერთმანეთს.
ეს განცხადება განკუთვნილია იმათთვის, ვინც ჩვენს კარიერას ადევნებს თვალს. თან ამით გვინდა ბოლო მოვუღოთ ნებისმიერ ჭორს. ვთხოვთ პრესას პატივი სცეს პირად ცხოვრებაზე ჩვენს უფლებას, რომლის დაცვას ყოველთვის ვცდილობდით", - წერია განცხადებაში.
ყოველდღიური